• 01-11-2023
    "ლოს ანჯელეს გელექსი" ალვარო მორატას უმიზნებს
    "ლოს ანჯელეს გელექსი" ალვარო მორატას უმიზნებს
    Author of the article
    Aa

    "ლოს ანჯელეს გელექსის" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ალვარო მორატას MLS-ში წაყვანა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Relevo ავრცელებს.

    31 წლის ცენტრფორვარდი კალიფორნიელთა რადარზე უკვე დიდი ხანია იმყოფება. როგორც ირკვევა, "როხიბლანკოსთვის" შეთავაზებით მიმართვას ამერიკული კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე აპირებს.

    მიუხედავად "ელეის" მოწადინებისა, ალვაროს "ვანდა მეტროპოლიტანოდან" ახლა აბარგების შანსი მიზერულია, რადგან მან "ინდიელებთან" კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ მორატა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. 2023/2024 წლების სეზონში, გუნდსა და ნაკრებში ჩატარებულ 18 მატჩში, ესპანელმა თავი 13 გოლით გამოიჩინა.

    ცხადია, "გელექსი" არ დანებდება და ალვაროს მომავალშიც დაუბრუნდება, იქ კი უკვე აღარაფერი იქნება გამორიცხული. სხვათა შორის, "ატლეტიკოს" კიდევ ერთ სუპერვარსკვლავს, ანტუან გრიზმანს არაერთხელ უთქვამს, რომ MLS-ში ისურვებდა თამაშს. ამას მორატას სამომავლო გადაწყვეტილებაზე შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს კიდეც.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კალიფორნიულმა კლუბმა MLS-ის დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.

    Facebook კომენტარები