• 16-06-2023
    "არსენალი" "ბარსელონას" ტალანტს აკვირდება
    "არსენალი" "ბარსელონას" ტალანტს აკვირდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ალექს გარიდო ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში იმყოფება.

    SPORT-ის ინფორმაციით, გარიდოს აკვირდება ლონდონის "არსენალიც". "მეთოფეებს" კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის განვითარების შესახებ ცნობები უწყვეტად მიეწოდებათ.

    მიუხედავად მაცდური შეთავაზებებისა, ესპანელს "ბლაუგრანაში" უნდა დარჩა.

    წყაროს თანახმად, ალექსი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში წარმატების მიღწევაზე ოცნებობს.

    გარიდოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    19 წლის ფეხბურთელს უკვე ჰქონდა "ბარსელონას" ძირითად გუნდში დებიუტი. მან "ელჩესთან" ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები