• 10-11-2023
    "ნაადრევი გადაწყვეტილებები კარგი არ არის" - არტეტა რამსდეილს აფრთხილებს
    "ნაადრევი გადაწყვეტილებები კარგი არ არის" - არტეტა რამსდეილს აფრთხილებს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" გოლკიპერი, აარონ რამსდეილი, რომელიც დავიდ რაიამ "მეთოფეთა" სათადარიგო მეკარედ აქცია, ინგლისის ნაკრების ნოემბრის მატჩების განაცხადში ვერ მოხვდა. "სამი ლომის" მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი აცხადებს, რომ თუ აარონი სათამაშო პრაქტიკას ვერ აღიდგენს, ევრო 2024-ზე ეროვნულ გუნდში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

    ამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას დაუსვეს სთხოვეს და ჰკითხეს, რამდენად რეალურია რამსდეილის მიერ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლა.

    "ჩვენი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო გვსურს და ისიც ვიცით, რა გავლენა გვაქვს მათზე - ხანდახან პოზიტიური, ხანდახან კი ნეგატიური.

    ეს გუნდური სპორტია, რომელსაც 24 ფეხბურთელისგან საკუთარი როლის შესრულება სჭირდება. და როლი, რომელიც აგვისტოში გაქვს, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს მარტში მიღებული როლისგან.

    ამიტომაც ნაადრევი გადაწყვეტილებების მიღება კარგი არ არის. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. გუნდს აქვს საკუთარი საჭიროებები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს.

    ჩვენ ყველა გვჭირდება. აარონი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა არტეტამ.

    მიმდინარე სეზონში 25 წლის ინგლისელმა სულ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 8 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 2-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები