• 10-11-2023
    სერია დასრულებულია - ჟოტას რეკორდამდე ცოტა დააკლდა
    სერია დასრულებულია - ჟოტას რეკორდამდე ცოტა დააკლდა
    Author of the article
    Aa

    ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მთავარი სენსაცია საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც "ტულუზამ" "ლივერპულს" ხუთგოლიანი თრილერი მოუგო - 3:2.

    მასპინძლები 58-ე წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რაც არონ დონუმისა და ტაის დალინგას გოლებმა განაპირობა. "წითლები" თამაშში კრისტიან კასერესის ავტოგოლით დაბრუნდნენ (74'), მაგრამ სტატუს ქუო ორ წუთში აღდგა, როცა ფრანკ მაგრიმ შეაგდო. ერთადერთი, რაც მერსესაიდულმა გრანდმა საფინალო სასტვენამდე გაახერხა, დიოგუ ჟოტას მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ.

    სხვათა შორის, გუშინ გაწყდა პორტუგალიელი თავდამსხმელის მეტად საინტერესო სერიაც.

    Opta-ს მიხედვით, პირველად მოხდა, რომ "ლივერპულმა" ისეთი თამაში წააგო, რომელშიც ჟოტამ მეტოქის კარი აიღო. აქამდე დიოგუს აქტივში 38 წაუგებელი შეხვედრა იყო და მას რეკორდამდე კიდევ 1 წარმატებული მატჩი აშორებდა.

    "ტულუზას" მოულოდნელმა გამარჯვებამ განაპირობა ის, რომ ერთპიროვნულ რეკორდსმენად კვლავ სტივ ნიკოლი რჩება. ნიკოლმა "ლივერპულის" მაისურით 39 შეხვედრაში შეაგდო. ამ 39 შემთხვევიდან 31-ჯერ "ენფილდის" ბინადრებმა გაიმარჯვეს, 8 შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

    TOP 5 ასე გამოიყურება:

    39 - სტივ ნიკოლი (31 მ, 8 ფ)

    34 - პიტერ კრაუჩი (29 მ, 5 ფ)

    30 - ჯონ უორკი (26 მ, 4 ფ)

    21 - ჯიბრილ სისე (18 მ, 3 ფ)

    17 - 5 ფეხბურთელი

    Facebook კომენტარები