• 17-06-2023
    არველაძეების ფონდსა და პარლამენტის ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
    არველაძეების ფონდსა და პარლამენტის ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკასა და არველაძეების ფონდს შორის მემორნდუმი გაფორმდა.

    გთავაზობთ არველაძეების ფონდის განცხადებას:

    “საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჩვენ ფონდს შორის ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ სხვადასხვა სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

    ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი არველაძე ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოაწყობენ რეგიონალურ წიგნის ბუდეებს. ამასთანავე, გიორგი კეკელიძესთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოეწყობა აქტივობები, რომელიც ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში, წიგნის გავრცელებასა და კითხვას შეუწყობს ხელს”. - წერია განცხადებაში 

    Facebook კომენტარები