• 18-06-2023
    "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ..." - კვიპროსელი ფანების გამოხმაურება საქართველოსთან მარცხზე
    "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ..." - კვიპროსელი ფანების გამოხმაურება საქართველოსთან მარცხზე
    Author of the article
    Aa

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ეროვნულ გუნდს მოუგო, ანგარიშით 2:1.

    საგარეო მატჩს "ჯვაროსნები" გიორგი მიქაუტაძის მიერ 31-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 39-ე წუთზე წონასწორობა იოანის პიტასმა, ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინა.

    თითქოს, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, როცა შესვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდის კარი "ბორდოს" შემტევმა 84-ე წუთზე აიღო.

    კვიპროსელი გულშემატკივრები დღევანდელ მარცხს საკმაოდ საინტერესო კომენტარებით ეხმაურებიან:

    "კოუსულოსი ქართველების მფარველი ანგელოზია. მან მათ კართან ორჯერ ისე ითამაშა, როგორც მცველი ითამაშებდა. გოკიჩს მამამისის ერთი გენიც არ გამოყოლია."

    "საქართველოს დღეს გაუმართლა."

    "კარგი თამაში იყო. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ, საერთო ჯამში, საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა."

    "კვიპროსმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მათ გუნდურად ითამაშეს."

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 მატჩში 4 ქულა აქვს აღებული და ჯგუფში ახლა მე-2 პოზიციას იკავებს. 

    Facebook კომენტარები