• 28-11-2023
    "გუნდი რომელსაც კვარა ჰყავს ამ კომპონენტში იქნება სახიფათო" - ანჩელოტი ხვიჩას უფრთიხს
    "გუნდი რომელსაც კვარა ჰყავს ამ კომპონენტში იქნება სახიფათო" - ანჩელოტი ხვიჩას უფრთიხს

    მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" მატჩის წინა დღეს, გუნდებმა პრესკონფერენციები გამართეს.

    სამეფო გუნდის თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მომავალი მეტოქე მიმოიხილა და ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

    "გვინდა, საუკეთესოდ ვითამაშოთ, რათა ჯგუფში პირველი ადგილი ხვალვე გავინაღდოთ. ტრავმებზე საუბარს აზრი არ აქვს, ვფიქრობ, ეს უპატივცემულობაცაა იმ ფეხბურთელების მიმართ, ვინც ტრავმირებულ მოთამაშეებს ცვლიან. ჩვენი შემადგენლობა ისედაც ძლიერია". 

    "მაძარი გამოცდილი მწვრთნელია, რომელთანაც ვმეგობრობ. მწვრთნელის შეცვლას გუნდში დამატებითი მოტივაცია მოაქვს. ნაპოლიში კარგი დრო გავატარე და შურისძიება არ მსურს". 

    "პირველი მატჩი თანაბარი იყო, ზოგჯერ ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, ზოგჯერ - ისინი. ხვალაც მსგავსი თამაში იქნება, ბურთი ხან ჩვენ გვექნება, ხან - მათ. ნაპოლი, რომელსაც ოსიმენისა და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები ჰყავს სახიფათოა კონტრშეტევებზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი, 29 ნოემბერს, 23:45 წუთზეა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები