• 18-06-2023
    ბრწყინვალე მიღწევა! - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    ბრწყინვალე მიღწევა! - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს ანგარიშით 1:2 სძლია.

    “ჯვაროსნების” მხრიდან გოლების ავტორები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გახდნენ.

    მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, ის Sofascore-ს ვერსიით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

    კვარამ Sofascore-სგან 8.8 შეფასება დაიმსახურა, რაც სიმბოლურ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად დაეხმარა.

    ცნობისთვის, საქართველო მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები