• 03-12-2023
    "მსაჯის გადაწყვეტილება? შემდეგი კითხვა" - გვარდიოლა გაოგნებულია
    "მსაჯის გადაწყვეტილება? შემდეგი კითხვა" - გვარდიოლა გაოგნებულია
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის მე-14 ტური "ეტიჰად სთედიუმზე" დაიხურა, სადაც "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "ტოტენჰემს' 6-გოლიან თრილერში დაუზავდა.

    შეხვედრის პირველი ორი გოლი ჰონ მინ სონმა მიითვალა - მე-6 წუთზე სამხრეთ კორეელმა მეტოქის კარში გაიტანა, 3 წუთში კი ავტოგოლი შეაგდო. 31-ე წუთზე ფილ ფოდენმა "სიტი" გაიყვანა წინ. 69-ე წუთზე წონასწორობა ჯოვანი ლო ჩელსომ აღადგინა. შეხვედრის მიწურულს გოლები ჯეკ გრილიშმა და დეიან კულუსევსკიმ გაცვალეს.

    მატჩის კომპენსირებულ დროში ჯეკ გრილიშს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თამაში იქამდე გააჩერა, სანამ ინგლისელი დარტყმის შესრულებას მოახერხებდა. არადა, "ქალაქელთა" ვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და "დეზების" მიერ ერლინგ ჰოლანდზე დაჯარიმების მიუხედავად, საიმონ კუპერს (რეფერი) თამაშის გაგრძელების სიგნალი ჰქონდა მიცემული. ამ მომენტს "სიტიზენების" ბანაკში დიდი პროტესტი მოჰყვა, რაც პეპ გვარდიოლას მატჩისშემდგომ კომენტარსაც დაეტყო.

    "საიმონ კუპერის გადაწყვეტილება? შემდეგი შეკითხვა. მიკელ არტეტას მსგავს კომენტარს არ გავაკეთებ. როცა ეპიზოდს თავიდან უყურებ, ხედავ, როგორ იყენებს რეფერი სასტვენს მას შემდეგ, რაც თამაშის გაგრძელება ანიშნა. ეს არ მესმის.

    მსაჯების გაკრიტიკება არ მინდა. ხანდახან გვერდითა ხაზთან ჭკუიდან ვიშლები, მაგრამ კომენტარების გაკეთება არ მომწონს. თამაში ფრედ ამის გამო არ დაგვიმთავრებია.

    პირველი შემთხვევა არ არის, როცა კარგად ვთამაშობთ, შედეგი კი შეუსაბამოა. უმეტესწილად ჩვენ პრობლემის გასაღებს ვპოულობთ ხოლმე, თუმცა ხანდახან გვიჭირს.

    მბრძანებელმა ენტონი ტეილორმა (დღევანდელი მატჩის მე-4 მსაჯმა), რომელმაც ამ საქმეში ყველაფერი იცის, მე არაფერი მითხრა," - თქვა პეპმა..

    გვარდიოლას გუნდისთვის ეს პრემიერ ლიგაში ნათამაშები ზედიზედ მე-3 ფრეა. "სიტი" სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "არსენალს" 3 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები