• 06-12-2023
    "არსენალის" ფანები "ვესტ ჰემს" 25 მილიონ ფუნტს უგროვებენ
    "არსენალის" ფანები "ვესტ ჰემს" 25 მილიონ ფუნტს უგროვებენ
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრებმა Gofundme.com-ზე კამპანია წამოიწყეს, რათა 25 მილიონი ფუნტი შეაგროვონ და "ვესტ ჰემ იუნაიტედს" გადაურიცხონ.

    "ვესტ ჰემ იუნაიტედის" სამწუხარო ძარცვის გამომდინარე, 'არსენალის" ქომაგებს ვთხოვთ, რომ გაერთიანდნენ და "ვესტ ჰემს" დეკლან რაისის ტრანსფერში დაკლებული თანხა აუნაზღაურონ.

    უკანასკნელმა 15 კვირამ ნათელი გახადა, რომ ედუსა და "არსენალს" "ვესტ ჰემის" 25 მილიონი ფუნტი ჰმართებთ," - ვკითხულობთ განცხადებაში.

    ინგლისელმა ნახევარმცველმა, რომელიც "მეთოფეებს" ზაფხულში სწორედ "ვესტ ჰემიდან", 105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა, "ლუტონ თაუნის" წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის 97-ე წუთზე გაიტანა გოლი და მიკელ არტეტას გუნდს 7-გოლიანი თრილერი მოაგებინა. ეს დეკლანისთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მე-3 გოლი გახლდათ. იქამდე მან "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მეკარეები დაამწუხრა.

    ლონდონური გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო მატჩი მათ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ელოდებათ.

    Facebook კომენტარები