• 17-12-2023
    ჟესუსი: "კაი ჰავერცი ბრწყინვალე ფეხბურთელია"
    ჟესუსი: "კაი ჰავერცი ბრწყინვალე ფეხბურთელია"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" დღეს "ბრაიტონს" დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 მოუგო. "მეთოფეები" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც გაბრიელ ჟესუსისა და კაი ჰავერცის მიერ გატანილ გოლებში ასახეს.

    ლამაზ სტილში მოგებული შეხვედრა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

    "საქმე მხოლოდ შედეგში არ არის. ის მანერა, რომლითაც ვთამაშობდით, რომლითაც მათ ვაკონტროლებდით... ეს საოცრება იყო. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.

    კაი ჰავერცი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი და მაღალი. მისი ტალანტი ძალიან გვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ კაი ჩვენს გვერდითაა.

    ყველამ იცის, რა დონის გუნდია "მანჩესტერ სიტი". ჩვენ საკუთარ ამოცანებზე უნდა ვფოკუსირდეთ. პრემიერ ლიგაში მხოლოდ "სიტი" არ თამაშობს. "ლივერპულიც" და "ასტონ ვილაც" დიდებულად გამოიყურებიან," - თქვა გაბიმ.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალი" სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მეორეადგილოსან "ლივერპულსა" და "ასტონ ვილას" "მეთოფეები" 1 ქულით უსწრებენ, მეოთხე პოზიციაზე მყოფ "სიტისთან" სხვაობა კი 5 ქულაა.

    Facebook კომენტარები