• 17-12-2023
    ვან დაიკი: "მანჩესტერს" აღებული ქულა უხარია, ჩვენ - გვწყინს"
    ვან დაიკი: "მანჩესტერს" აღებული ქულა უხარია, ჩვენ - გვწყინს"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, ნულოვანი ყაიმით დასრულდა. 

    მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა "სქაუზერების" მხარეს გახლდათ. კომპენსირებულ დროში "წითელი ეშმაკები" 10 კაცითაც დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა დიეგო დალუ გააძევა, თუმცა ეს მერსესაიდელებს ვერაფრით დაეხმარა.

    განსაკუთრებით უკმაყოფილო "ლივერპულის" ნიდერლანდელი კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი დარჩა, რომელმაც მანჩესტერული გუნდი ზედმეტად დაცვითი ფეხბურთის თამაშის გამო გააკრიტიკა.

    "ბურთს უმეტესად ჩვენ ვაკონტროლებდით და საგოლე შანსებსაც ჩვენ ვქმნიდით. მატჩის მოგებას აქ მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა.

    რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ. სწორედ ამიტომ გვამწუხრებს ეს შედეგი. დღეს სწორი გადაწყვეტილებები გვაკლდა.

    თამაშის ყველა ასპექტში უკეთესები ვიყავით. რა თქმა უნდა, სვლას გავაგრძელებთ, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ. საბოლოო ჯამში, ისინი აღებულ ქულას ზეიმობენ, ჩვენ კი ეს ქულა გვამწუხრებს.

    დღეს უნდა მოგვეგო. რაღაც სიტუაციებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ კიდეც," - თქვა ვან დაიკმა.

    "ლივერპულს" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულა აქვს და ლიდერ "არსენალს" 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში იურგენ კლოპის კოლექტივი სწორედ "მეთოფეებს" შეხვდება - მატჩი 23 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები