• 24-12-2023
    საკა: "ციმიკასს ბოდიშს ვუხდი"
    საკა: "ციმიკასს ბოდიშს ვუხდი"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალი" შობას პრემიერ ლიგის ლიდერის რანგში შეხვდება, რაც "ლივერპულთან" ნათამაშები ფრის შემდეგ გადაწყდა. "ენფილდზე" სტუმრები გაბრიელ მაგალაეშის გოლით იგებდნენ კიდეც, თუმცა მუჰამედ სალაჰმა 1 ქულა მაინც მერსესაიდში დატოვა, მიკელ არტეტას კოლექტივს კი ყაიმით მოუწია დაკმაყოფილება.

    გუშინდელი მატჩი განსაკუთრებით უიღბლო გამოდგა "წითლების" მარცხენა მცველის, კოსტას ციმიკასისთვის. ბუკაიო საკასთან ორთაბრძოლაში ციმიკასმა ლავიწის ძვალი მოიტეხა.

    "არსენალის" შვიდიანმა ციმიკასს მატჩისშემდგომ კომენტარში ბოდიში მოუხადა.

    "გავიგე, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო. განზრახ არაფერი გამიკეთებია.

    ჩემთვის ეს 50/50-ზე მომენტი იყო. კოსტასთან ორთაბრძოლაში უნდა შევსულიყავი. ალბათ, იგი ცუდად დაეცა. არც ის დამინახავს, იურგენ კლოპთან როგორ აღმოჩნდა. წინსვლის გაგრძელებაზე ვიყავი ორიენტირებული, რადგან არ მეგონა, რომ დავჯარიმდი. ჩემი შეხედულება ასეთია," - თქვა საკამ.

    ციმიკასის ტრავმა იმას ნიშნავს, რომ "სქაუზერებს" ახლა ნომინალური მარცხენა მცველი აღარ დარჩათ. ენდი რობერტსონის დაბრუნებამდე კიდევ რამდენიმე კვირაა, იქამდე კი კლოპმა რამე უნდა მოიფიქროს.

    ცნობისთვის, მომდევნო მატჩი "ლივერპულს" 26 დეკემბერს, "ბარნლისთან" ელოდება. რაც შეეხება "არსენალს", "მეთოფეები" 28 დეკემბერს "ვესტ ჰემს" შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები