• 31-03-2022
    ბრუნო: "მაკედონიასთან გატანილი ჩემი გოლები რონალდუს დამსახურებაა"
    ბრუნო: "მაკედონიასთან გატანილი ჩემი გოლები რონალდუს დამსახურებაა"
    Aa

    პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.


    პორტუგალიელებმა ჯამში 5 გოლი გაიტანეს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ თავი ვერ გამოიჩინა და მხოლოდ 1 ასისტი მიითვალა.


    რონალდუს უგოლობის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ბრუნო ფერნანდეშმა ის დაიცვა და განაცხადა, რომ თავისი გოლები სწორედ კრიშტიანუს დამსახურებაა.


    "ბევრი ადამიანი ამბობს: კრიშტიანუ ბურთს არ ეხება, რონალდუ თამაშის დროს საერთოდ არ ჩანდა.


    ეს შეიძლება ასეა, თუმცა მან ძალიან დიდი სივრცეები შექმნა. თავისი მოძრაობით ის ქმინდა სივრცეებს, სხვა მოთამაშეებს კი გოლი გაგვქონდა.


    ალბათ, მაკედონიასთან გატანილი ჩემი გოლები სწორედ მისი დამსახურებაა", - განუცხადა ბრუნომ A Bola-ს.

    Facebook კომენტარები