• 20-06-2023
    გურამ კაშია: "მეც და მთელი გუნდიც თავს კარგად ვგრძნობთ"
    გურამ კაშია: "მეც და მთელი გუნდიც თავს კარგად ვგრძნობთ"

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შოტლანდიას ესტუმრება.

    მატჩის წინ “ჯვაროსნების” კაპიტანმა, გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა:

    “ვფიქრობ, რომ დღეს ნაკრებში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, რომ ადგილობრივმა ატმოსფერომ დათრგუნოს ეს მოთამაშეები. მეც და მთელი გუნდი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ველოდებით საინტერესო თამაშს". - განაცხადა კაშიამ.

    ცნობისთვის, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 20 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები