01-04-2022

მარსიალს ზაფხულისთვის პირველი სერიოზული მსურველი ჰყავს - 90MIN

ავტორი
მარსიალი ნაწყენია: "ხალხი არ მიცნობს, მოედანზე ამიტომ არ ვიღიმი"
მარსიალი "სევილიას" ფანებმა სტადიონიდან სტვენის ფონზე გააცილეს
ენტონი მარსიალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და 6-თვიანი იჯარით "სევილიას" შეუერთდა.
ჯერჯერობით, ფრანგს ესპანეთში საქმეები კარგად არ მისდის და დიდი ალბათობით, ანდალუსიელები მის შეძენას არ შეეცდებიან.
ამასთან ერთად, თავად მარსიალს "იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში გუნდი მას გაყიდის.
90MIN-ის ინფორმაციით, მარსიალის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს გერმანული კლუბი, კერძოდ კი "დორტმუნდი" იჩენს.
სავარაუდოდ, ერლინგ ჰოლანდი სიგნალ იდუნა პარკს დატოვებს, მის შემცვლელად კი "დორტმუნში" მარსიალს განიხილავენ.
"მანჩესტერი" 26 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 40 მილიონ ფუნტად აფასებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები