• 24-01-2024
    ოფიციალურად: ენტონი მარსიალი 10 კვირით იუქმებს
    ოფიციალურად: ენტონი მარსიალი 10 კვირით იუქმებს

    "მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის თავდამსხმელი, ენტონი მარსიალი კვლავ ტრავმირებულია. 

    "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, ენტონი მარსიალმა საზარდულზე დისკომფორტის აღმოსაფხვრელად წარმატებული ოპერაცია ჩაიტარა და გუნდს 10 კვირით გამოაკლდა.

    ენტონის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველით," - ვკითხულობთ "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ განცხადებაში.

    ფრანგი ფორვარდის გამოკლება ერიკ ტენ ჰაგის ისედაც შეზღუდულ არჩევანს კიდევ უფრო ზღუდავს. ცხრიანის პოზიციაზე ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის ვარიანტებად ახლა მხოლოდ რასმოს ჰოილუნი და მარკუს რაშფორდი რჩებიან.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში მარსიალის ანგარიშზე სულ 2 გოლია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "მონაკოდან" 2015 წელს ნაყიდ ფეხბურთელს "ემიუსთან" კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

    Facebook კომენტარები