• 25-01-2024
    ოფიციალურად: კლაუდიო ეჩევერი "სიტის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: კლაუდიო ეჩევერი "სიტის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტიმ" არგენტინული "რივერ პლეიტიდან" 18 წლის სუპერტალანტის, კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    ოფიციალურ განცხადებაში ამაზე არაფერი წერია, მაგრამ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ეჩევერის შეძენა "ქალაქელებს" 12.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ. შეთანხმებაში გაწერილია 7.5 მილიონი ფუნტის ოდენობის ბონუსებიც.

    კლაუდიომ "სიტისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრამდე იგი კვლავ "რივერში" იქნება განათხოვრებული.

    ეჩევერიმ საფეხბურთო საზოგადოებას თავი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატიდან გააცნო, სადაც არგენტინის ნაკრებს უკაპიტნა და მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა. "ალბისელესტესთვის" სამწუხაროდ, მათი სვლა ნახევარფინალში, გერმანელ თანატოლებთან მარცხით დასრულდა.

    ახალგაზრდა ნახევარმცველით "ბარსელონაც" აქტიურად ინტერესდებოდა, თუმცა ისე, როგორც ეს ხულიან ალვარესის შემთხვევაში მოხდა, ნიჭიერი არგენტინელი ტალანტის გაფორმება ყველას "სიტიზენებმა" დაასწრეს.

    Facebook კომენტარები