• 25-01-2024
    კლოპი: "ჯერ 1 ფინალში გავედით, 3-ზე ფიქრი უაზრობაა"
    კლოპი: "ჯერ 1 ფინალში გავედით, 3-ზე ფიქრი უაზრობაა"
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულმა" კარაბაოს თასის ნახევარფინალურ დუელში "ფულემი" დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 3:2) და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლონდონის "ჩელსი" იქნება.

    მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპს ჰკითხეს, წელსაც ექნება თუ არა მის გუნდს პრეტენზია 4 ტიტულის მოგებაზე. "წითლების" მთავარი მწვრთნელი ამაზე ლაპარაკს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.

    "სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, რადგან 4 ფინალისგან ძალიან შორს ვართ.

    ჯერ მხოლოდ ერთ ფინალში გავედით. შემდეგ ფინალზე ფიქრი უაზრობაა, როცა ჯერ წინა არ გითამაშია.

    ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ სამივე ფინალში გავიდეთ. ასე იშვიათად ხდება," - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ევროპა ლიგის მერვედფინალშია გასული და თავის მეტოქეს ელოდება, ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში გუნდი "ნორვიჩს" შეხვდება, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს კი "მანჩესტერ სიტისთან" 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ("ქალაქელებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

    Facebook კომენტარები