• 05-02-2024
    ოდეგორი: "როდის გაქვს უფლება, რომ გამარჯვება აღნიშნო?"
    ოდეგორი: "როდის გაქვს უფლება, რომ გამარჯვება აღნიშნო?"

    ლონდონის "არსენალი" საჩემპიონო რბოლაში ახალი ძალებით დაბრუნდა. "მეთოფეებმა" გუშინ "ლივერპულს" მოუგეს, ანგარიშით 3:1 და "წითლებთან" ჩამორჩენა სულ რაღაც 2 ქულამდე შეამცირეს.

    მასპინძლებმა ანგარიში ბუკაიო საკას მიერ გატანილი გოლით ახსნეს, რასაც ტაიმის ბოლოს გაბრიელ მაგალაეშის ავტოგოლი მოჰყვა. გასახდელში გაყოლილი გოლის სტრესს "არსენალისთვის" საქმე ძალიან უნდა გაერთულებინა, თუმცა გაბრიელ მარტინელისა და ლეანდრო ტროსარის გოლებმა 3 ქულა მიკელ არტეტას გუნდს დაუტოვა.

    ჩრდილოლონდონელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს, რასაც Sky Sports-ის წამყვანების, ჯეიმი კარაგერისა და გარი ნევილის კრიტიკა მოჰყვა. ნევილმა ისიც კი თქვა, რომ ეს ჟესტი გუნდის "დაუღვინებლობას" აჩვენებდა. ამაზე კომენტარის გაკეთება "არსენალის" კაპიტანს, მარტინ ოდეგორს სთხოვეს.

    "ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისაც უყვარს და ესმის ფეხბურთი, იცის, თუ რამდენს ნიშნავს ამ მატჩის მოგება. 

    და თუ მაშინ არ შეგიძლია ზეიმი, როცა თამაშს იგებ, საერთოდ როდის გეძლევა ამის უფლება? ამ მოგებით ბედნიერები ვართ, მაგრამ თავმდაბლები დავჩებით. 

    მომდევნო მატჩისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებთ, ოღონდ ეს არ ცვლის იმას, რომ ეს მოგება გვახარებს," - თქვა ოდეგორმა.

    "არსენალს" ახლა 49 ქულა აქვს და მეორეადგილზეა, ლიდერ "ლივერპულთან" სხვაობა 2 ქულაა, თუმცა სატურნირო ცხრილის პოტენციური პირველადგილოსანი ახლა "მანჩესტერ სიტია", რომელსაც "წითლებზე" 5 ქულითა და 2 მატჩით ნაკლები აქვს.

    Facebook კომენტარები