• 06-02-2024
    ენცო ფერნანდესი "ჩელსიდან" წასვლაზე ფიქრობს
    ენცო ფერნანდესი "ჩელსიდან" წასვლაზე ფიქრობს

    ენცო ფერნანდესი ლონდონის "ჩელსიდან" წასვლაზე ფიქრობს, - იუწყება Football Transfers.

    არგენტინელი ნახევარმცველის აგენტმა, ურიელ პერესმა უკვე დაიწყო რამდენიმე კლუბთან ნიადაგის მოსინჯვა, რათა თავისი კლიენტის სხვაგან წაყვანის შესაძლებლობა შეისწავლოს.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ საითკენ მიუწევს გული 23 წლის შუახაზელს. არც ის ვიცით, ენცოს სურვილია გუნდის გამოცვლა თუ მისი გარემოცვის, თუმცა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელს "ლურჯებთან" კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.

    შეგახსენებთ, რომ ენცო "არისტოკრატებმა" 2023 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინეს და ლისაბონის "ბენფიკას" მასში 121 მილიონი ევრო გადაუხადეს. 

    ფერნანდესმა "ჩელსის" მაისური სულ 49 მატჩში მოირგო, თავი კი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    სხვათა შორის, აბარგების სურვილი გამოუთქვამს გასული წლის ზამთრის კიდევ ერთ ძვირადღირებულ შენაძენს, მიხაილო მუდრიკს, თუმცა უკრაინელ გარემარბს ლონდონურ კლუბში გამოუცხადეს, რომ მისი განათხოვრება გამორიცხული გახლდათ.

    Facebook კომენტარები