04-04-2022

[/xfgiven_playerads]
რა შემთხვევაში შეხვდებიან მესი და რონალდუ მუნდიალზე ერთმანეთს - 3 ვარიანტი

ავტორი
ყატარი 2022 - ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები
ბრუნო: "მაკედონიასთან გატანილი ჩემი გოლები რონალდუს დამსახურებაა"
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა უკვე ჩატარდა და გარკვეულია, თუ როგორ დაკომპლექტდებიან ქვეყნები მუნდიალზე.
დიდი ალბათობით, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო იქნება კრიშტიანუ რონალდუსთვის და ლიონელ მესისთვის, ამიტომ დარჩენილია ერთი დიდი ინტრიგა - შეხვდებიან თუ არა ისინი მუნდიალზე ერთმანეთს.
არგენტინას და პორტუგალიას, რა თქმა უნდა, კატარში გადაკვეთის შანსები აქვთ, ეს შემდეგ 3 შემთხვევაში მოხდება:
- თუ ორივე გუნდი ჯგუფურ ეტაპს პირველ პოზიციაზე დაასრულებს, მაშინ ისინი ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
- თუ ერთ-ერთი ჯგუფს პირველ პოზიციას დაიკავებს, ხოლო მეორე ნაკრები მეორე ადგილს, მაშინ შესაძლოა დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგეს.
- თუ ორივე ნაკრები ჯგუფში მეორე პოზიციას დაიკავებს, მაშინ ისინი ფინალამდე კვლავაც ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას ჯგუფში განა, ურუგვაი და სამხრეთ კორეა ჰყავს, არგენტინას კი - მექსიკა, პოლონეთი, საუდის არაბეთი.
ტეგები:
Facebook კომენტარები