• 22-02-2024
    MD: "ბარსას" ფეხბურთელებს სჯერათ, რომ "ნაპოლის" გაცდებიან
    MD: "ბარსას" ფეხბურთელებს სჯერათ, რომ "ნაპოლის" გაცდებიან
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუზავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულის ბედი ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირებაში გადაწყდება.

    "დიეგო არმანდო მარადონაზე" გამართული შეხვედრის პირველ ერთ საათში კატალონიელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ეს რობერტ ლევანდოვსკის გოლშიც ასახეს. ამის შემდეგ თამაშის სადავეები ნეაპოლელებმა ჩაიგდეს ხელთ, რასაც ვიქტორ ოსიმენის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

    წუხანდელი მატჩის ბოლო მონაკვეთი ნამდვილად შემაშფოთებელი გახლდათ, მაგრამ "ბარსას" გასახდელში მაინც ოპტიმიზმი სუფევს.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როხერ ტორელოს თქმით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარწმუნებულნი არიან, რომ მეოთხედფინალში გასვლას შეძლებენ,

    ჩავის გუნდში საშინაო კედლებისა და ქომაგების მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

    შეგახსენებთ, რომ განმეორებითი ჯახი 12 მარტს "მონჟუიკზე" შედგება.

    Facebook კომენტარები