• 25-02-2024
    "ვისწავლეთ, გუნდურად როგორ შეგვეზღუდა" - სტეფანო საბელი ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
    "ვისწავლეთ, გუნდურად როგორ შეგვეზღუდა" - სტეფანო საბელი ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასული ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” შინ “ჯენოა” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    შეხვედრის შემდეგ "ჯენოას" მცველმა, სტეფანო საბელიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

    "როდესაც ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თავს კარგად წარმოაჩენს, ეს თავდაჯერენას გძენს. ხვიჩას განეიტრალება ძალიან რთულია. მას ინდივიდუალურად შეუძლია ათჯერ მოგატყუოს. ვისწავლეთ, გუნდურად როგორ შეგვეზღუდა". - განაცხადა საბელიმ.

    ცნობისთვის, ხვიჩას გუნდში მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს 18:00 საათზე "კალიარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები