• 25-02-2024
    ვან დაიკი გმირია - კარაბაოს თასი "ლივერპულს" დარჩა
    ვან დაიკი გმირია - კარაბაოს თასი "ლივერპულს" დარჩა
    Author of the article
    Aa

    იურგენ კლოპი "ლივერპულში" თავის უკანასკნელ სეზონს უტიტულოდ არ დაასრულებს, რადგან მერსესაიდელებმა დღეს კარაბაოს თასის ფინალში ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს, ანგარიშით 1:0.

    შეხვედრის ძირითად დროში ვიდეორეფერიმ გუნდებს თითო-თითო გოლი გაუუქმა, მეკარეები - დორდე პეტროვიჩი და კაომინ კელეჰერი კი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, რამაც თამაში ექსტრატაიმებში გადაიყვანა.

    თითქოს ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა ნავსი 118-ე წუთზე გატყდა. "წითლების" კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა "არისტოკრატთა" კარი თავური დარტყმით აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

    კარაბაოს თასი "ლივერპულმა" ისტორიაში მეათედ მოიგო. ამ ტურნირის ფინალებში "სქაუზერთა" ბალანსი 10-4-ზეა და ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს. მე-2 ადგილზე "მანჩესტერ სიტია" 8 ჩემპიონობით. 

    რაც შეეხება "ჩელსის", ლონდონელებმა ინგლისში ზედიზედ მე-6 ფინალი წააგეს, აქედან უკანასკნელი 3 - სწორედ "ლივერპულთან".


    Facebook კომენტარები