• 28-02-2024
    კვარა სათადარიგოთა სკამზე? - იტალიური წყარო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
    კვარა სათადარიგოთა სკამზე? - იტალიური წყარო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრაა “ნაპოლის” ახალ თავკაცს, ფრანჩესკო კალცონას ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაყავს.

    გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ, Tuttosport-მა ხვიჩას შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “სტადიონიდან გაყვანით ორჯერ გამოხატული უკმაყოფილების გამო შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან სათადარიგოთა სკამხე ვიხილოთ. ლინდსტრომი და პოლიტანო მის შემცვლელად მოიაზრებიან. ამ მომენტისთვის, კალცონას მთლიანი გუნდის გამოყენება შეუძლია, გარდა ნგონგესი, რომელიც იუვენტუსთან გასამართი მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება”. - წერს Tuttosport.

    ცნობისთვის, “ნაპოლის” მომდევნო დაპირისპირება 28 თებერვალს 21:00 საათზე “სასუოლოს” წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები