• 29-02-2024
    მალენი: "არსენალში" დაბრუნება მინდა"
    მალენი: "არსენალში" დაბრუნება მინდა"
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიას" ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, დონიელ მალენმა, რომელიც 2015-2017 წლებში ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი საჯაროდ გამოხატა.

    თავისი აუსრულებელი ოცნების შესახებ მალენი Voetbalzone-ს ესაუბრა.

    "საფეხბურთო კარიერაში არის მომენტები, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. 17 და 18 წლის ასაკში "არსენალის" პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და ეს ნამდვილად იყო პროგრესი, მაგრამ ვიფიქრე, რომ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში მჭირდებოდა.

    ჩემი ბევრი ძველი თანაგუნდელი ამას უკვე აკეთებდა, მე კი ისევ ახალგაზრდულ დონეზე ვთამაშობდი. ვიგრძენი, რომ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად სწორი დრო იყო. ასე აღმოვჩნდი "პსვ-ში".

    რადგან ასაკობრივ გუნდებში ყოფნის პერიოდი ინგლისში გავატარე, პრემიერ ლიგაში თამაში ჩემს ოცნებად რჩება. "არსენალი" ჩემი საყვარელი გუნდია. მე "არსენალი" მინდა. დავბრუნდებოდი თუ არა იქ? კი. "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი და იქ წარმატების მიღწევა ძალიან მინდოდა," - იხსენებს 25 წლის ფორვარდი.

    მალენს სურვილის ასრულების შანსი შეიძლება ზაფხულშივე მიეცეს, რადგან "ბორუსია" მის 40-50 მილიონ ევროდ გასაყიდად მზადაა, "არსენალისგან" კი ბევრი ელოდება ბუკაიო საკას რეზერვისტის შეძენას.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში დონიელმა 12 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები