

ინგლისური "ნიუკასლ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა კირან ტრიპიერმა, რომელიც წარსულში მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, GOAL-ს მისცა ინტერვიუ.
30 წლის ფლანგელმა ჟურნალისტთან საუბარში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გატარებული პერიოდი და ლეო მესისთან დაპირისპირებები გაიხსენა.
"როგორ უნდა შეაჩერო მესი? სიმართლე გითხრათ, ვერ შეაჩერებ.
სასაცილოა, რადგან სიმეონე იყო "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი და სიმეონეც და მესიც არგენტინელები არიან. ხანდახან თავად სიმეონეც გვეტყოდა თამაშის წინ, რომ უბრალოდ გველოცა.
მესის ვერაფერს დაუპირისპირებ. ის უნიკალურია," - თქვა ტრიპიერმა.
გეტყვით, რომ ინგლისელი მარჯვენა მცველი "როხიბლანკოს" ღირსებას 2019-2022 წლებში იცავდა.
კვირას "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" კიდევ ერთი მატჩი გველის, თუმცა მოედანზე აღარც ტრიპიერი იქნება და აღარც მესი.