• 05-03-2024
    150 000-ე გოლი უმაღლეს დივიზიონში - ჰავერცი ისტორიაში შევიდა
    150 000-ე გოლი უმაღლეს დივიზიონში - ჰავერცი ისტორიაში შევიდა
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 27-ე ტური "ბრამალ ლეინზე" დაიხურა, სადაც "შეფილდ იუნაიტედმა" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და განადგურდა, ანგარიშით 0:6.

    ბოლოადგილოსნების რბევა მე-5 წუთზე მარტინ ოდეგორმა დაიწყო, რასაც ჯეიდენ ბოგლის ავტოგოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში გოლები გაბრიელ მარტინელიმ, კაი ჰავერცმა და დეკლან რაისმაც გაიტანეს, ტაბლოზე ბოლოს კი ბენ უაითის გვარი აინთო - ინგლისელმა ფლანგელმა თავი 58-ე წუთზე გამოიჩინა.

    საინტერესოა, რომ ჰავერცი გუშინ გატანილი გოლით ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

    24 წლის გერმანელი ინგლისის ჩემპიონატების უმაღლეს დივიზიონებში გატანილი 150 000-ე გოლის შემოქმედი გახდა.

    კაისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-8 შედეგიანი დარტყმა გახლდათ. მას პრემიერ ლიგის ზედიზედ 3 ტურში აქვს გატანილი და "ემირეიტსზე" გადაბარგების შემდეგ თავის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.

    "არსენალი" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" კი 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩი მიკელ არტეტას შეგირდებს "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ელით.

    Facebook კომენტარები