• 05-03-2024
    პოსტეკოგლუ ზაფხულში "ტოტენჰემის" დატოვებას არ აპირებს
    პოსტეკოგლუ ზაფხულში "ტოტენჰემის" დატოვებას არ აპირებს
    Author of the article
    Aa

    ენჟ პოსტეკოგლუ ზაფხულში სხვა კლუბებისგან მიღებულ შეთავაზებებს არ განიხილავს, - იუწყება Football Insider.

    ავსტრალიელი სპეციალისტი ერთგულია იმ პროექტისა, რომელიც ლონდონის "ტოტენჰემში" დაიწყო. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ პროექტის წარმატებულობის კიდევ ერთი დასტური იქნება.

    58 წლის პოსტეკოგლუს ერთ-ერთ უმთავრეს მსურველად "ლივერპული" განიხილება. მერსესაიდელები სეზონის ბოლოს იურგენ კლოპს დაუკავშირდებიან, ენჟი კი მათთვის საკმაოდ საინტერესო ვარიანტად გამოიყურება; მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩაბი ალონსოს გადაბირებასთან მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ძალიან ახლოსაა.

    ასე და ამგვარად, "ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმიდან" ენჟს "სქაუზერთა" ჩაბარების წინადადებაც კი ვერ წაიყვანს.

    შეგახსენებთ, რომ პოსტეკოგლუ "სპურსს" სათავეში 2023 წლის ზაფხულში ჩაუდგა. იქამდე იგი გლაზგოს "სელტიკს" ხელმძღვანელობდა.

    "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ასტონ ვილას" 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მათზე 1 მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები