• 09-03-2024
    გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი ტრავმის გამო დატოვა
    გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი ტრავმის გამო დატოვა

    ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ვოტფორდი" "ქოვენთრი სითის" დაუპირისპირდა.

    პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი მოედნიდან იძულებით გავიდა.

    გიორგიმ დაზიანება მიიღო, თუმცა ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.

    საქართველოს ნაკრები 26 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების გამო არ იქნება.

    ჩაკვეს ტრავმა თუ სერიოზულია ეს დიდი დანაკლისი იქნება.

    Facebook კომენტარები