• 10-03-2024
    გვარდიოლა: "ლივერპულმა" 20-წუთიანი ცუნამი მოგვიწყო"
    გვარდიოლა: "ლივერპულმა" 20-წუთიანი ცუნამი მოგვიწყო"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ფრედ დასრულდა. "ლივერპულმა" და "მანჩესტერ სიტიმ" "ენფილდზე" ქულები გაიყვეს - 1:1.

    შეხვედრის პირველი გოლი 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა შეაგდო, რომელმაც კევინ დე ბრუინის ჩაწოდებული კუთხურით ისარგებლა. წონასწორობა 50-ე წუთზე, ალექსანდრ მაკკალისტერის გატანილი პენალტით აღდგა. თერთმეტმეტრიანი დარვინ ნუნიესმა მოიპოვა, ამ ეპიზოდში კი ტრავმა "ქალაქელთა" მეკარემ, ედერსონმა მიიღო. ბრაზილიელი კიპერი სტეფან ორტეგამ ჩაანაცვლა.

    დარჩენილ დროში გოლის გატანა ორივე გოლს შეეძლო. ოქროს შანსი გაანიავა ლუის დიასსმა, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა. ამის საპირისპიროდ, ფილ ფოდენმა ბურთი ხარიხას მოარტყა, ხოლო ჯერემი დოკუმ - ძელს. მატჩის უკანასკნელ წუთზე ბელგიელმა შემტევმა საკუთარი გუნდის საჯარიმოში სახიფათოდ ითამაშა და თითქოს მაკკალისტერს ეუხეშა კიდეც, თუმცა "სიტიზენთა" კარშ იმეორე პენალტი აღარ დანიშნეს.

    ფრედ დასრულებული მატჩი მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეაფასა.

    "ვფიქრობ, ეს მატჩი ზუსტად აღწერდა, თუ როგორები იყვნენ ეს გუნდები წლების განმავლობაში.

    კევინ დე ბრუინის რეაქცია შეცვლაზე? ეს კარგია. მომეწონა. მას შემდეგ თამაშში ექნება შანსი დამიმტკიცოს, რომ შევცდი.

    ამ სტადიონზე თუ რამე გაქვს დასაცავი, უნდა ითამაშო, ითამაშო და ითამაშო. ჩვენ მეტოქეს პენალტის დარტყმის საშუალება მივეცით, ადრე თუ გვიან კი ეს სტადიონი 15-20-წუთიან ცუნამის გიწყობს, რომელიც ყველას, ვისაც ბურთი აქვს, გადავლით ემუქრება," - თქვა გვარდიოლამ.

    "ენფილდზე" დაფიქსირებული შედეგით ყველაზე მეტად "არსენალმა" იხეირა, რომელიც ახლა პირველ ადგილზეა. "მეთოფეებსა" და "სქაუზერებს' 64-64 ქულა აქვთ, თუმცა ლონდონური გრანდი წინ ბურთების უკეთესი შეფარდების გამოა. რაც შეეხება მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის", ლიდერებს მოქმედი ჩემპიონები 1 ქულით ჩამორჩებიან.

    Facebook კომენტარები