• 13-03-2024
    "პსჟ" რაშფორდში 75 მილიონ ფუნტს იხდის
    "პსჟ" რაშფორდში 75 მილიონ ფუნტს იხდის
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის შეძენას ეცდება, - იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Mirror.

    წყაროს თანახმად, პარიზელები "ემიუს" ზაფხულში 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებენ.

    რაშფორდის შეძენა "პსჟ-ს" აქამდეც უცდია. 2022 წელს მათ მარკუსს კვირაში 400 ათასი ფუნტის ოდენობის ანაზღაურებაც შესთავაზეს, თუმცა მან "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა ისურვა და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა კიდეც.

    ცხადია, მარკუსი ლიგა ერთის ჩემპიონებს მადრიდის "რეალში" წამსვლელი კილიან მბაპეს შემცვლელად წარმოუდგენიათ.

    26 წლის ინგლისელმა გასულ სეზონში 30 გოლი გაიტანა და კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ამ სვლის გაგრძელება წელს ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში რაშფორდს სულ 7-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.

    გარდა ამისა, კითხვის ნიშნებს აჩენს მანკუნიელთა ათიანის ცხოვრების წესიც. რამდენიმე კვირის წინ მან სავარჯიშო სესია "ავადმყოფობის" გამო გააცდინა, რასაც წინ ბელფასტში სმაში გატარებული 12 საათი უძღოდა წინ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, "ემიუმ" მარკუსთან დამშვიდობებაზე მართლაც იფიქროს.

    Facebook კომენტარები