

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, ლონდონის "არსენალმა" იაკუბ კივიორის ტრანსფერი დახურა.
"სპეციას" პოლონელ მცველში "მეთოფეები" 20 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ბონუსების გათვალისწინებით, 22 წლის ფეხბურთელის საბოლოო ღირებულეება 25-30 მილიონ ევრომდე მიაღწევს.
კივიორი პრემიერ ლიგის ლიდერებს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. სამედიცინო შემოწმებას იგი უახლოეს 48 საათში, ლონდონში გაივლის.
ახალგაზრდა პოლონელი მიკელ არტეტას გუნდს დიდ სიღრმეს შესძენს. ცაცია მარცხენა მცველის პოზიციაზე იგი გაბრიელ მაგალიაესის კონკურენტი უნდა იყოს, თუმცა კივიორს ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშის გამოცდილებაც აქვს, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, "მეთოფეებმა" იგი სწორედ შუა ხაზში გამოიყენონ.
იაკუბის გადაბირებით დაინტერესებული საკმაოდ ბევრი გუნდი იყო. მას უკავშირებდნენ "ნაპოლის", "იუვენტუსს", "მილანს", "ლაიფციგს", რამდენიმე დღის წინ კი "სპეციამ" დორტმუნდის "ბორუსიას" 25 მილიონიანი შეთავაზებაც დაბლოკა.
მიმდინარე სეზონში კივიორმა იტალიური გუნდის მაისური 20 მატჩში მოირგო. იგი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვნახეთ, სადაც პოლონეთის ნაკრების 4-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა.