• 25-06-2023
    "მიაქციეთ ყურადღება საქართველოს" - გზავნილი "ლივერპულს"
    "მიაქციეთ ყურადღება საქართველოს" - გზავნილი "ლივერპულს"
    Author of the article
    Aa

    მერსასაიდული "ლივერპულის" ფანსაიტებიდან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, Liverpool.com-მა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შესახებ სტატია მოამზადდა, რომელიც "ჯვაროსნების" მიერ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას ეძღვნება.

    სტატიის ავტორი "ენფილდის" ბინადრებს ურჩევს, რომ ქართველი ახალგაზრდებით დაინტერესდნენ.

    "ლივერპულის" სკაუტები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს ესწრებიან და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით არიან დაკავებულნი. უმეტესწილად, მათი ყურადღება ბელგია-ნიდერლანდების შეხვედრისკენ იყო მიმართული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, აქცენტი საქართველოზე გაეკეთებინათ. საქართველომ პირველი სენსაცია შემოგვთავაზა და პორტუგალიას ანგარიშით 2:0 მოუგო, თანაც ისე, რომ ლიდერები არ ჰყავდა. ქართველმა მოთამაშეებმა საოცარი უნარები და დისციპლინის უმაღლესი დონე გამოავლინეს.

    მართალია, უკანასკნელ 30 წელიწადში ქართული ფეხბურთი განვითარების საკმაოდ ნელი ტემპით ხასიათდებოდა, მაგრამ მათ ახლა აშკარა პროგრესი აქვთ და შედეგიც ცალსახაა. საქართველოს ჰყავს "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი კი "ვალენსიას" კარს იცავს. გარდა ამისა, "ბაიერნში" გადავიდა ლუკა პარკაძე, რაც ნათელყოფს, რომ საქართველოში ტალანტები იბადებიან.

    "ლივერპულმა" ამ ქვეყანას და მის ფეხბურთელებს დიდი ყურადღება უნდა მიაპყროს. მათთვის ახალი ბაზრის აღმოჩენა სასარგებლო იქნებოდა და ამის საქართველოდან დაწყება კიდევ უფრო უკეთესი უნდა გამოვიდეს," - ვკითხულობთ სტატიაში.

    შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან მოგებას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიასთან ნათამაშები ფრე დაუმატა და A ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

    ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს "ჯვაროსნები" 27 ივნისს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

    Facebook კომენტარები