• 25-01-2023
    ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" "ვილიარეალიდან" დანჯუმა ინათხოვრა
    ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" "ვილიარეალიდან" დანჯუმა ინათხოვრა
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემმა" ესპანური "ვილიარეალიდან" 25 წლის გარემარბი, არნო დანჯუმა 6-თვიანი იჯარით დაიმატა. ტრანსფერი "დეზებმა" რამდენიმე წუთის წინ გააოფიციალურეს. ეს ლონდონელთა პირველი ტრანსფერია იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე.


    დანჯუმას "ევერტონში" განათხოვრება თითქმის შეთანხმებული გახლდათ, თუმცა "სპურსი" საქმეში ბოლო წუთს ჩაერია და ნიდერლანდელი თავდამსხმელი "კანფეტებს" ცხვირწინ ააცალა.


    "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში არნომ 6 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, "ვილიარეალში" მან 51 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 22 გოლით გამოიჩინა.


    სხვათა შორის, ზაფხულში "ტოტენჰემს" დანჯუმას 25-30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.


    არნოს ინგლისში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ორი წლის განმავლობაში იგი "ბორნმუთის" ღირსებას იცავდა. სხვათა შორის, "ვილიარეალმა" დანჯუმა სწორედ "ალუბლების" რიგებიდან წაიყვანა.

    Facebook კომენტარები