26-01-2023

"ევერტონს" მთავარ მწვრთნელად ანჩელოტის შვილი სურს - საინტერესო ცნობა

ავტორი
დღეს გამოცემა Diario AS-მა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, პრემიერ ლიგურ "ევერტონს" ახალ მთავარ მწვრთნელად "ბლანკოსის" თავკაცის, კარლო ანჩელოტის შვილი და ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი სურს.
რამდენიმე დღის წინ, მერსესაიდელებმა მთავარი მწვთვნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს და ახლა ინგლისელები სწორედ დავიდეს უმიზნებენ.
როგორც იწერება, "კანფეტები" მადრიდელებს მალე ოფიციალურ წინადადებასაც გაუკეთებენ, რის შემდეგაც "სამეფო გუნდის" პოზიციასაც გავიგებთ.
აქვე გეტყვით, რომ 2019-21 წლებში "ევერტონს" კარლო ანჩელოტი წრთვნიდა და იტალიელს ამ გუნდის მიმართ სიმპათიები დღემდე გააჩნია.
ტეგები:
Facebook კომენტარები