• 28-01-2023
    "ემირეიტსზე" სხვანაირად იქნება" - გვარდიოლამ "არსენალთან" მატჩი შეაფასა
    [/xfgiven_playerads]
    "ემირეიტსზე" სხვანაირად იქნება" - გვარდიოლამ "არსენალთან" მატჩი შეაფასა
    Aa

    ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. პრემიერ ლიგის პირველ და მეორეადგილოსნების დაპირისპირება ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის ეგიდით გაიმართა და გამარჯვებულები მანჩესტერელები დარჩნენ.


    "მეთოფეების" ესპანელმა თავკაცმა, მიკელ არტეტამ მოედანზე გვარიანად გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, "სიტი" კი მათ ვარსკვლავური თერთმეტეულით დახვდა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში უფრო მეტი საგოლე შანსი ლონდონელებმა შექმნეს. ვითარება მეორე ნახევარში შეიცვალა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც "ქალაქელებმა" სწორედ მაშინ გაიტანეს - 64-ე წუთზე ნათან აკემ შეაგდო.


    "სიტიზენთა" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი მოსწავლისთვის მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.


    "ასოციაციის თასი მნიშვნელოვანი ტურნირია და ჩვენ კმაყოფილნი ვართ, მაგრამ ეს შედეგი აღარ გვემახსოვრება, როცა "ტოტენჰემთან" სათამაშოდ გავალთ მინდორზე.


    ოლექსანდრ ზინჩენკოსა და მარტინ ოდეგორის გავლენა უზარმაზარია. ვიცით, რომ მომდევნო მატჩში "არსენალი" მეტ პრესინგს შემოგვთავაზებს. ახლა რამდენიმე დღით დავისვენებთ. შემდეგი ფინალი "ტოტენჰემთან" გველის. მიზნები თამაშიდან თამაშამდე უნდა დავისახოთ.


    ჩემი ფეხბურთელები ბედნიერები არიან. ეს არ იყო პრემიერ ლიგაში მოპოვებული გამარჯვება, სხვა ტურნირზე ვართ, სადაც "ჩელსისა" და "არსენალს" მოვუგეთ. "ემირეიტსზე" სულ სხვანაირად იქნება. მიკელი პრემიერ ლიგაში ასეთ როტაციას არ მიმართავს.


    მოხარული ვარ, რომ ხულიან ალვარესს ერლინგ ჰოლანდთან ერთად თამაში შეუძლია," - თქვა პეპმა.


    შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა "მეთოფეებს" ერთი მატჩი თადარიგში აქვთ. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 15 თებერვალს "ემირეიტსზე" შედგება.

    Facebook კომენტარები