

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ლონდონის "ტოტენჰემი" ლევერკუზენის "ბაიერნს" პიერო ჰინკაპის თაობაზე დაუკავშირდა.
ეკვადორელმა მცველმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. იგი სტაბილურად გამოიყურება ბუნდესლიგაშიც, რითაც "დეზების" ყურადღება მიიქცია.
BILD-ის ცნობით, "ტოტენჰემმა" "ფარმაცევტებს" 25 მილიონი ევრო სიტყვიერად შესთავაზა.
ლევერკუზენში ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაყიდვა არ უნდათ. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ორი დღეა დარჩენილი და ჰინკაპის შემცვლელის პოვნა ძალიან გაჭირდება.
მოარული ხმების მიხედვით, "სპურსში" იმისთვისაც იქნებიან მზად, რომ პიერო ახლა იყიდონ და ზაფხულამდე იჯარით დატოვონ "ბაი არენაზე".
"ტოტენჰემის" თავკაცი ანტონიო კონტე დაცვის ცენტრის გაძლიერებას აქტიურად ითხოვს. კლუბის მთავარ სამიზნედ "ლაიფციგის" იოსკო გვარდიოლს მიიჩნევდნენ, მაგრამ ახლა ჰინკაპის ვარიანტი უფრო რეალური ჩანს. ფეხბურთელს უკავშირებენ "ჩელსისა" და "არსენალსაც".
21 წლის ეკვადორელმა "ლევერკუზენის" მაისური მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში მოირგო. მან თავი 1 გოლით გამოიჩინა.