• 07-04-2022
    ლოპეტეგი "სევილიას" ქომაგებს იცავს, მარსიალისგან კი მეტს მოითხოვს
    ლოპეტეგი "სევილიას" ქომაგებს იცავს, მარსიალისგან კი მეტს მოითხოვს

    ენტონი მარსიალმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება მოინდომა და საბოლოოდ, იჯარით "სევილიაში" მოხვდა.


    ფრანგ ფეხბურთელს ლა ლიგაში ჯერ გოლი არ გაუტანია, ანდალუსიელები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ შედეგს აფიქსირებენ გოლების გატანის კუთხით.


    მეტიც, მარსიალმა "სევილიას" ქომაგები იმდენად გააღიზიანა, რომ ის რომან სანჩეს პისხუანიდან სტვენის ფონზე გააცილეს.


    "ეს არის უმაღლესი დონის ფეხბურთი, სადაც ხალხი თავისუფალია და მათ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა.


    როგორც მწვრთნელს, მევალება, რომ დავეხმარო მარსიალს და მან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოგვიდგინოს.


    ისიც პროფესიონალია, ჩვენ კი მას მეტის გაკეთებას და ადაპტაციის გავლას ვთხოვთ", - განაცხადა ხულიენ ლოპეტეგიმ.

    Facebook კომენტარები