• 02-02-2023
    ბერნარდუს წასვლა უნდა - რას ფიქრობენ "ბარსელონაში"
    [/xfgiven_playerads]
    ბერნარდუს წასვლა უნდა - რას ფიქრობენ "ბარსელონაში"
    Aa

    ბერნარდუ სილვა ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" დატოვებას ეცდება, - იუწყება The Athletic.


    ბრიტანული ტაბლოიდის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველს კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში უნდა.


    ბერნარდუს მთავარ მსურველად "ბარსელონა" მოიაზრებოდა, თუმცა თუ SPORT-ს ვენდობით, პორტუგალიელი ვარსკვლავის "კამპ ნოუზე" გადაბარგების შანსი ძალიან მცირეა.


    "ბლაუგრანას" ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული სიტუაცია არ მისცემს საშუალებას, რომ სილვა შეიძინოს.


    გუშინწინ გაჟღერებული ცნობების მიხედვით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კატალონიელებმა ბერნარდუს 6-თვიანი იჯარით დამატება სცადეს, თუმცა "სიტიზენთაგან" უარი მიიღეს.


    მიმდინარე სეზონში ბერნარდუს მონაგარი 2 გოლსა და 5 საგოლე გადაცემას შეადგენს.

    Facebook კომენტარები