• 31-03-2024
    ბერნარდუ სილვა: "ჩემპიონობის ფავორიტები აღარ ვართ"
    ბერნარდუ სილვა: "ჩემპიონობის ფავორიტები აღარ ვართ"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ "ეტიჰადზე" ლონდონის "არსენალთან" ნულოვანი ყაიმით დასრულებული მატჩი Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.

    29 წლის ვარსკვლავის მოსაზრებით, "ქალაქელთა" საჩემპიონო ამბიციებმა დიდი დარტყმა მიიღო.

    "ჩემპიონობის ფავორიტები აღარ ვართ. ეს დღეს შეიცვალა თუ არა? კი, ასე ვფიქრობ. 

    ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. 7 მატჩია დარჩენილი თუ 8? მგონი, 7. 9?! ჩვენთვის უკეთესი. მეგონა, რომ 7 ან 8 მატჩი გვქონდა სათამაშო, მაგრამ 9 კიდევ უკეთესია. ბრძოლაში დავბრუნდით!

    ახლა საკუთარ თავებზე აღარ ვართ დამოკიდებული. დამოკიდებულნი ვართ "ლივერპულზე", რადგან მათთან თამაში აღარ გვიწევს. დამოკიდებულნი ვართ "არსენალზეც", რადგან არც მათ წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მათგან კი ქულების დაკარგვას უნდა დაველოდოთ," - თქვა ბერნარდუმ.

    პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში ახლა ასეთი ვითარებაა: პირველ ადგილს "ლივერპული" იკავებს 67 ქულით, მეორეადგილოსან "არსენალს" 65 ქულა აქვს, "სიტის" აქტივში კი 64 ქულაა.

    თავიანთ მომდევნო მატჩს "ქალაქელები" 3 აპრილს ჩაატარებენ. პეპ გვარდიოლას შეგირდები ბირმინგემის "ასტონ ვილას" თბილისის დროით 23:15 საათიდან დაუპირისპირდებიან.

    Facebook კომენტარები