• 05-05-2024
    "ჩელსი" ოსიმენში 90 მილიონ ევროს და 2 ფეხბურთელს ჩამოვა
    "ჩელსი" ოსიმენში 90 მილიონ ევროს და 2 ფეხბურთელს ჩამოვა
    Author of the article
    Aa

    25 წლის ნიგერიელი ცენტრფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი რომ ზაფხულის სატრანსფერი ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვებს, ამასთან თითქმის ყველა შეგუებულია. ახლა ისაა გასარკვევი, სად და რის სანაცვლოდ გაუშვებენ ნეაპოლელები თავიანთ ცხრიანს.

    იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" "ნაპოლისთვის" წარსადგენი წინადადება უკვე გაამზადა.

    წყაროს თანახმად, "არისტოკრატები" სერია ა-ს აწ უკვე ყოფილ ჩემპიონებს 77 მილიონ ფუნტ სტერლინგსა (90 მილიონი ევრო) და ორ ფეხბურთელს შესთავაზებენ. ამ ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი შედარებით უცნობი ახალგაზრდა იქნება.

    რაც შეეხება მეორე მოთამაშეს, "ნაპოლიში" შეიძლება რომელუ ლუკაკუ გაუშვან. ბელგიელი ცენტრფორვარდი დღესაც "ჩელსის" საკუთრებაა, მაგრამ მიმდინარე სეზონს "რომაში" იჯარის წესით ატარებს.

    30 წლის რომელუს მიმდინარე სეზონში 43 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 19 გოლი და 4 ასისტია.

    რაც შეეხება 25 წლის ოსიმენს, რომლითაც "პარი სენ ჟერმენიცაა" დაინტერესებული, 29 შეხვედრაში მისი მონაგარი 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები