• 05-05-2024
    ჰავერცი: "საკას მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს"
    ჰავერცი: "საკას მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" გამარჯვებათა სერია გრძელდება. "მეთოფეებმა" გუშინ "ბორნმუთს" უმასპინძლეს და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. თავები ბუკაიო საკამ, ლეანდრო ტროსარმა და დეკლან რაისმა გამოიჩინეს.

    მართალია, მასპინძლები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა "ალუბლები" კარის მშრალად შენახვას ტაიმის ბოლომდე მაინც ახერხებდნენ. გარდამტეხი კაი ჰავერცის მოქმედება გამოდგა - გერმანელი ჭკვიანურად გაიხსნა, მეტოქის მეკარეს თავი წააქცევინა და პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც გოლად საკამ გარდასახა.

    ჰავერცმა ბუკაიოთი აღფრთოვანება მატჩის შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუში გამოხატა.

    "საკა დაუჯერებლად კარგია და ამას ყოველკვირა გვაჩვენებს.

    ის 21 თუ 22 წლისაა და მისი მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ინგლისს ძალიან გაუმართლა. ბუკაიო ყოველდღე მშიერია. თუ მას ვარჯიშზე ნახავთ, მიხვდებით, რომ განსაკუთრებულია," - თქვა კაიმ.

    "არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს კვლავ ლიდერობს და "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით უსწრებს, ოღონდ "ქალაქელებს" ლონდონელებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. 37-ე ტურში მიკელ არტეტას გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ესტუმრება. შეხვედრა 12 მაისს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები