• 10-04-2022
    "ეს მარცხი დავიმსახურეთ" - არტეტამ "ბრაიტონთან" მატჩი შეაფასა
    "ეს მარცხი დავიმსახურეთ" - არტეტამ "ბრაიტონთან" მატჩი შეაფასა
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" გუშინ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა - ორშაბათს "სელტსჰარდ პარკზე" წაგებულ შეხვედრას "მეთოფეებმა" თანაქალაქელ "ბრაიტონთან" ფეხისდაცდენა მიაყოლეს.


    "ემირეითსზე" მასპინძლებმა გოლები ლეანდრო ტროსარისა და ენოკ მვეპუსგან გაუშვეს, თავად კი მხოლოდ მარტინ ოდეგორის მიერ 89-ე წუთზე გატანილი კინკილა გოლით დაკმაყოფილდნენ.


    მატჩის შემდეგ "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ დამდგარი შედეგი დამსახურებული გახლდათ.


    "ჩვენ საქმე ძალიან გავირთულეთ. შეტევის მიზანი არ გვქონდა, ინერტულები ვიყავით და ისე ვთამაშობდით, თითქოს წინსვლა არ გვსურდა.


    ბევრი კვირის მანძილზე ვაჩვენეთ, რამდენად კარგად შეგვიძლია თამაში. ეს კვირა რთული გამოდგა, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დავკარგეთ, მაგრამ თუ მიზნის მიღწევა გსურს, ამას მოწმენდილი ცის ფონზე ვერ გააკეთებ.


    საკუთარ თავებს ისევ გავაკრიტიკებთ, რადგან ეს ცივი შხაპი დავიმსახურეთ, შემდეგ კი ისევ ფეხზე უნდა წამოვდგეთ," - განაცხადა მიკელმა.


    მანამ, სანამ "არსენალი" "პალასთან" და "ბრაიტონთან" მიყოლებით წააგებდა, მეოთხე ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატები სწორედ ლონდონელები იყვნენ, თუმცა მათ ეს სტატუსი დაკარგეს. მეოთხე პოზიცია ახლა "ტოტენჰემს" უკავია, რომელსაც არტეტას ბიჭები 3 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ვახსენოთ ისიც, რომ "თეთრ-წითლებს" ერთი მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.

    Facebook კომენტარები
  • უცნობი ისტორია - როგორ ჩაიშალა კვარაცხელიას "აიაქსში" ტრანსფერი
    04-10-2022
    უცნობი ისტორია - როგორ ჩაიშალა კვარაცხელიას "აიაქსში" ტრანსფერი
  • რატომ არ შედგა კვარაცხელიას "მილანში" ან "იუვეში" ტრანსფერი - ძაკარდოს კომენტარი
    04-10-2022
    რატომ არ შედგა კვარაცხელიას "მილანში" ან "იუვეში" ტრანსფერი - ძაკარდოს კომენტარი
  • VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
    04-10-2022
    VIDEO: შედევრი! - ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი საგოლე პასი
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • მეტი სიახლის ნახვა