• 29-06-2023
    "ბარსელონას" ზაბიცერი შესთავაზეს
    "ბარსელონას" ზაბიცერი შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი "ბარსელონას" შესთავაზეს, - იუწყება Diario SPORT.

    ავსტრიელ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. "ბარსას" მისი შეძენა 20 მილიონი ევრო დაუჯდება. შესაძლებელია იჯარის წესით აყვანაც.

    29 წლის ზაბიცერის საუკეთესო უნარები პასებში, მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევასა და მოედანზე გადაადგილებაში გამოიხატება.

    გასული სეზონის მეორე ნახევარი მარსელმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში მან 3 გოლით გამოიჩინა თავი.

    "რეკორდმაისტერის" შუახაზელი კატალონიელთათვის შეიძლება საინტერესო ვარიანტი იყოს, მაგრამ მისი "ბარსაში" ხილვის შანსი მაინც მიზერულია, რამეთუ "ბარსას" სხვა სამიზნეები ჰყავს.

    Facebook კომენტარები