• 30-06-2023
    "იუნაიტედი" და რაბიო ისევ არ გამოდის - რატომ თქვა კლუბმა თავისუფალ აგენტზე უარი
    "იუნაიტედი" და რაბიო ისევ არ გამოდის - რატომ თქვა კლუბმა თავისუფალ აგენტზე უარი
    ავტორი
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" ადრიენ რაბიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაიმატებს, იუწყება Gazzetta dello Sport-ი.

    რაბიოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი ეწურება, თუმცა ის "მანჩესტერში" არ გადავა და დიდი ალბათობით, ისევ ტურინში დარჩება.

    "იუნაიტედის" წარმომადგენლები ადრიენს დაუკავშირდნენ, თუმცა მოთხოვნების გაგებისთანვე მოლაპარაკებები შეწყდა.

    როგორც ირკვევა, რაბიომ 3-წლიანი კონტრაქტი მოითხოვა, ანაზღაურება კი სეზონში 10 მილიონ გირვანქაზე მეტი.

    ამასთან ერთად, 10 მილიონი უნდა მიეღო ადრიენის დედას, ვერონიკა რაბიოს, რომელიც ფეხბურთელის აგენტიც არის.

    "წითელმა ეშმაკებმა" ამ პირობებზე უარი თქვეს, ტრანსფერი გამოირიცხა.

    Facebook კომენტარები