• 12-04-2022
    "ბარსელონა" გაბრიელით ინტერესდება
    "ბარსელონა" გაბრიელით ინტერესდება

    "ბარსელონას" რადარზე "არსენალის" ცენტრალური მცველი, გაბრიელ მაგალიაში გამოჩნდა, - იუწყება SPORT.


    "მეთოფეთა" უკანახაზელი ცაცია გახლავთ, რაც არის მთავარი მიზეზი "ბლაუგრანას" მიერ გამოჩენილი ინტერესისა.


    როგორც იცით, ზაფხულში "კამპ ნოუს" კლემან ლენგლე და სამუელ უმტიტი დატოვებენ, შემადგენლობაში კი მარცხენა ფეხით მოთამაშე უკანახაზელის ადგილი გამოთავისუფლდება.


    ესპანური გამოცემის თანახმად, ამ ადგილის დაკავების ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გაბრიელი სახელდება.


    "ემირეიტსის" დატოვება შეიძლება მოუნდეს თავად მაგალიაეშსაც, რადგან ლონდონური კლუბი "მარსელიდან" ვილემ სალიბას იბრუნებს, რაც გაბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს.


    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.


    24 წლის მცველი Transfermarkt.com-ზე 30 მილიონ ევროდაა შეფასებული.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა