ტურინის "იუვენტუსი" წინა ხაზის გაძლიერებაზე კვლავ ფიქრობს. "ბებერ ქალბატონს" სამიზნეში დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანელი თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი ჰყავს ამოღებული.
ახალგაზრდა გერმანელი "შავ-ყვითლებს" 2 წლის წინ, 30 მილიონ ევროდ შეურთდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ "სიგნალ იდუნა პარკზე" გადაწყვეტენ, რომ კარიმს დაემშვიდობონ, მის მსურველს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ადეიემის საწყისი ფასი 30 მილიონი ევრო იქნება. ყველაზე რეალური სცენარია, რომ "ბორუსიამ" 22 წლის ფორვარდი 40 მილიონ ევროდ დააფასოს. ბონუსების გათვალისწინებით, ფეხბურთელის ღირებულებამ შეიძლება 45 მილიონ ევროსაც უწიოს.
"ზებრები" მატიას ზულეს "ლესტერში" 30 მილიონ ევროდ უშვებენ. გარდა ამისა, განიხილება გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის რამდენიმე წევრის გასხვისებაც. შესაბამისად, ახალი თავდამსხმელის მოსაყვანად საჭირო სახსრები პიემონტში იოლად უნდა მოიძიონ.
როგორც ჩანს, "იუვენტუსში" დარჩენა გუნდის ამჟამინდელ შემტევთაგან მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩსა და ქენან ილდიზს აქვთ.
რაც შეეხება ადეიემის, გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში მან თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.