• 26-05-2023
    "ნაპოლის" ლუის ენრიკეს დანიშვნაში ხელს ერთი რამ უშლის
    "ნაპოლის" ლუის ენრიკეს დანიშვნაში ხელს ერთი რამ უშლის
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ნეაპოლური კლუბი კი უკვე ეძებს 64 წლის სპეციალისტის შემცვლელს.

    იტალიურ პრესაში უფრო და უფრო აქტიურად წერენ ლუის ენრიკეს მიერ "პარტენოპეის" შესაძლო ჩაბარების შესახებ. ლუჩოს კანდიდატურას სტატია SpazioNapoli-მაც მიუძღვნა.

    სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასტურიელი სპეციალისტი თავად "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ფავორიტია. დე ლაურენტისს სურს, "ნაპოლი" რაც შეიძლება ინტერნაციონალურ გუნდად იქცეს, ესპანელი მთავარი მწვრთნელი კი ამ სურვილს ნამდვილად ერგება.

    კამპანიურ კლუბს ერთადერთი დაბრკოლება აქვს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად მიიჩნევა, მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე "ნაპოლის" კი ლუჩოს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება.

    მიუხედავად ამისა, იტალიური გამოცემები წერენ, რომ 53 წლის სპეციალისტს სერია ა-ში მუშაობა ძალიან უნდა, საამისოდ კი მან შეიძლება სახელფასო მოთხოვნები უკანა პლანზე გადაწიოს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები